რუსთავში დასუფთავების მოსაკრებლის გადახდა სწრაფი გადახდის აპარატებით იქნება შესაძლებელი

დასუფთავების მოსაკრებლის საგადასახადო სისტემაში ცვლილებები განხორციელდა. 2020 წლის იანვრიდან რუსთავის მოსახლეობა დასუფთავების მოსაკრებლის გადახდას  სწრაფი გადახდის აპარატებით შეძლებს.

მუნიციპალიტეტმა აღნიშნულ პროექტზე მუშაობა უკვე დაასრულა. მომავალი წლიდან სისტემით მუშაობა უკვე შესაძლებელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ერთ სულ მოსახლეზე მოსაკრებელი 0.40 ლარს შეადგენს. ტარიფის მაქსიმალური ოდენობ  ერთ აბონენტზე 1 ,60 ლარით არის  განსაზღვრული.

ამასთან, გადასახადისგან ყველა ის სოციალურად დაუცველი მოქალაქეა გათავისფულბული ,რომელთა სარეიტინგო ქულა 57 000 და ნაკლებია.