დაშბაშის კანიონის შუშის ხიდმა მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო

ქვემო ქართლის რეგიონში, შუშის  ხიდი,  რომელიც დაშბაშის კანიონზე შენდება, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა. დაშბაშის კანიონის ხიდის შესახებ, ამჯერად ვებ გვერდი vesty.co.il წერს.

პროექტის მნიშვნელობაზე  KASS LAND-ის გენერალური მენეჯერის მოადგილე ტომერ მორ-იოსეფი საუბრობს. მისი განცხადებით,  ხიდის მშენებლობისთვის შემუშავებულმა უჩვეულო პროექტმა და უნიკალურმა ტექნოლოგიებმა  მსოფლიო მედიის ყურადღება უკვე მიიპყრო. მრავალმა საერთაშორისო მედიასაშუალებამ სურვილი გამოთქვა, მონაწილეობა მიიღოს ხიდის გახსნის ცერემონიალზე.

დაშბაშის კანიონზე შუშის საფეხმავლო ხიდის მოსაწყობად  პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.   ინფრასტრუქტურულ პროექტი კერძო ინვესტიციით ხორციელდება.  ტვ4-ის ინფორმაციით პირველი ეტაპის  ფარგლებში ხიდის დამჭერი ბურჯის,  ვიზიტორთა ცენტრისა და რესტორნის მოწყობა  მოხდება.

მინის ხიდი 2020 წლის აგვისტოში გაიხსნება.