ვირუსული ინფექციების მაჩვენებელი რუსთავში

რუსთავში ვირუსული ინფექციების მაჩვენებელმა ბავშვებში ,გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იკლო-ამის შესახებ tv4-ს ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში განუცხადეს. როგორც ექიმები აღნიშნავენ, ამ დროის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებას პაციენტები ,ძირითადად გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილებით მიმართავენ,თუმცა მომართვიანობა არცერთ შემთხვევაში გაზრდილი არ არის.

ექიმების რჩევით ,რეკომენდირებულია გრიპის საწინააღმდეგო აცრების ჩატარება და პირადი ჰიგიენის დაცვა.