“კლანმა გაიმარჯვა”-ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დატოვა

კლანმა გაიმარჯვა, როგორც იურიდიულ კომიტეტში, ასევე „ქართული ოცნების“ უმრავლესობაზე, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, იურიდიული კომიტეტი გახდა კლანის ფილიალი და ამის გამო ტოვებს კომიტეტს.

„იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ეს იყო ჩემი ბოლო სხდომა. მე იურიდიულ კომიტეტში აღარ დავრჩები, ველოდებოდი კენჭისყრას და ეს ერთი წელი ჩემი გადადგომიდან ამ დრომდე დავრჩი, რადგან ბოლომდე გამომეყენებინა ყველა შანსი, რომ ხუთი კანდიდატი კი არ ჩამოშორებოდა ამ კენჭისყრას, არამედ მეტი ყოფილიყო ამ პროცესიდან ჩამოშორებული. ეს არის ნაბიჯი დემოკრატიის საზიანოდ. მე რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე და ერთი წელი შევაჩერე ეს პროცესი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.