კოსტავაზე ,გადმოვარდნის შედეგად, დაშავებული 22 წლის მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

კოსტავას გამზირზე,სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს დაშავებული მუშებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა კვლავ. ამის შესახებ tv4-ს ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს.

ხარაჩოდან გადმოვარდნის შედეგად დაშავებული 22 წლის ბიჭი ცენტრალურ საავადმყოფოში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების ცნობით, მას მუცლის ღრუში შინაგანი ორგანოს ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც კვლევები გაგრძელდა და სხვა დაზიანებები,გულმკერდის ღრუში გამოვლინდა.აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები.

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ,რომ პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და ის სახლში უახლოეს დროში გაიწერება.

შეგახსენებთ, კოსტავას გამზირზე,სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ორი მუშა დაშავდა. სამუშაოებზე დასაქმებულები ხარაჩოდან გადმოვარდნენ.