ლომოურის ქუჩის გაგანიერება-რა ეტაპზეა სარეაბილიტაციო სამუშაოები?!

ლომოურის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ამ დროისთვის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. როგორც ინფრასტრუქტურის სამსახურში tv4-ს განუცხადეს, ფაქტობრივად დასრულებულია ბორდიურების მოწყობის სამუშაოები, რის შემდეგაც უშუალოდ , გზის სავალი ნაწილის მოწესრიგება დაიწყება.

ლომოურის ქუჩაზე განსახორციელებელიკომპლექსური სამუშაოების ფარგლებში,  ახალი სანიაღვრე სისტემა ,ტროტუარები,ბორდიურები და გზის სავალი ნაწილი მოწესრიგდება.

ინფრასტრუქტურის სამსახურის ცნობით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “გზატკეცილი +” ახორციელებს. სახელშეკრულებო ღირებულება  1 136 090 ლარს შეადგენს.

სამუშაოები 2019 წლის 15 სექტემბერს დაიწყო და 2020 წლის იანვრის ბოლოს დასრულდება.

ნიკო ლომოურის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები  ავტომობილების ინტენსიური მოძრაობის გამო, გზის გაფართოების მიზნით ,დაიწყო. პროექტის დასრულების შემდეგ, გზის სავალ ნაწილს ქალაქში შემომსვლელი ორი ზოლი,ხოლო ქალაქიდან გამსვლელი ერთი ზოლი ექნება.