მარტყოფში საქველმოქმედო ღონისძიება “საახალწლო ბაზარი” გაიმართა (+ფოტო)

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში საქველმოქმედო  ღონისძიება “საახალწლო ბაზარი” გაიმართა.

მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეების ინიციატივით ,მარტყოფელი თამუნა შოშიაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო კვირეული მიმდინარეობს. საქველმოქმედო კვირეულის ფარგლებში, მარტყოფში  ფილმების ჩვენება, საახალწლო ბაზარი და ანიმატორების შოუ იმართება.

შემოსულ თანხას მარტყოფელი ახალგაზრდები  ოჯახს მკურნალობისთვის გადასცემენ.  თამუნა შოშიაშვილი მწვავე ლეიკემიას ებრძვის.

ამ ეტაპზე   ის მკურნალობის კურსს თურქეთში გადის.მას მკურნალობის პირველი ეტაპი გავლილი აქვს, თუმცა შემდგომი მკურნალობისთვის ოჯახს ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს. საქველმოქმედო ღონისძიებები მარტყოფში კიდევ ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.