მასწავლებელთა გარე დაკვირვების პროცესი დაიწყო

ნოემბერში გამოცხადებულ მასწავლებელთა გარე დაკვირვების პროცესში ჩართვის მიზნით, სულ 4 156 მასწავლებელი დარეგისტრირდა.  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის ცნობით  , უშუალოდ გაკვეთილზე დაკვირვების პროცესი 4 დეკემბრიდან დაიწყო  და 2019-2020 სასწავლო წლის ბოლომდე გაგრძელდება.

პირველ სემესტრში გარე დაკვირვებას საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, სხვადასხვა საგნის დაახლოებით 500 მასწავლებელი გაივლის.რაც შეეხება რეგისტრირებულთა აქტივობას რეგიონების მიხედვით, ქვემო ქართლის რეგიონში პროცესში ჩართვის მიზნით ჯამში 321 მასწავლებელი დარეგისტრირდა. ცნობისთვის, იმისთვის რომ მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი დადებითად შეფასდეს,პედაგოგს   მაქსიმალური 36 ქულიდან მინიმუმ 27 ქულის დაგროვება მოუწევს.