მეკობრეების მიერ 1 თვის წინ გატაცებული მეზღვაური საქართველოში დაბრუნდა

ქართველი მეზღვაური ოთარ ვარდიძე, რომელიც ტოგოში მეკობრეებმა 1 თვის წინ დაატყვევეს, საქართველოში დაბრუნდა. ის ცოტა ხნის წინ ბათუმის აეროპორტში ჩაფრინდა.

მეზღვაურს ბათუმის აეროპორტში ოჯახის წევრები, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ.

ოთარ ვარდიძე 4 ნოემბერს ტოგოში, ქალაქ ლომეს პორტიდან 18 კილომეტრში მეკობრეებმა გაიტაცეს. ის საერთაშორისო დროშის ქვეშ მცურავ გემზე მუშაობდა.