მენინგიტი მეოთხეკლასელ მოზარდს დაუფიქსირდა

მენინგიტის სავარაუდო შემთხვევა თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინფექციის ნიშნები რამდენიმე მოზარდს აღენიშნება.

მშობლების ნაწილი შვილების სკოლაში გაშვებისგან თავს იკავებს.ფაქტს სკოლის ადმინისტრაციაშიც ადასტურებენ.

„სამწუხაროდ მენინგიტის ფაქტი დადასტურდა სკოლაში. მე-4 კლასელს დაუფიქსირდა. სკოლამ ყველა საჭირო ზომა მიიღო, იმ დღესვე ჩატარდა დეზინფექცია. მხოლოდდამხოლოდ ერთ შემთხვევაზეა საუბარი და ამ ბავშვის სიცოცხლესაც საფრთხე არ ემუქრება“ – აცხადებს სკოლის დირექტორი