მე-6 ბაღში მშობლების და აღსაზრდელების მიერ მოწყობილი სკვერი გაიხსნა

რუსთავის მე-6 ბაღში რეკრეაციული სივრცე გაიხსნა. ახალი “ევროპის სკვერი” მშობლებისა და ბაღის აღსაზრდელების ინიციატივით  გაკეთდა და მათი ჩართულობით მოეწყო.

“ევროპის სკვერი” ქალაქის მერმა გახსნა.

სააღმზრდელო დაწესებულების ეზოში სკვერის გახსნის ცერემონიალს,  მერის მოადგილე გოჩა ლორია  და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნინო ქავთარაძე ესწრებოდნენ.

ცერემონიალის ფარგლებში, მე-6 ბაღის აღსაზრდელებმა სხვადასხვა აქტივობები წარმოადგინეს. ბაგა-ბაღების გაერთიანების მე-6  ფილიალს, ევროკავშირისა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით, ენერგოეფექტური რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო წელს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.