მხატვრული ფილმის გადაღებების გამო,კოსტავას გამზირზე ავტომანქანების მოძრაობა შეზღუდულია

შპს ,,მეტრო ფილმ პროდაქშენის’’ და ეგვიპტური კომპანია ,,Snapers Film’’-ის მიერ მხატვრული ფილმის ეპიზოდის გადაღებასთან დაკავშირებით, რუსთავში, კოსტავას გამზირის #7, #8 -დან #18, #19 საცხოვრებელი კორპუსების ჩათვლით, გზის მონაკვეთზე, დღეს დილის 08:00 საათიდან 18:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით,ახალი რუსთავიდან მომავალი ავტომანქანები ცენტრალური ხიდიდან მშენებელთა ქუჩის გავლით, ძველი რუსთავიდან ახალი რუსთავისკენ მოძრავი ავტომანქანები კი ბარათაშვილისა და სუმგაითელ მეტალურგთა ქუჩების გავლით იმოძრავებენ.