10 დეკემბერს კოსტავას გამზირზე ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება

შპს ,,მეტრო ფილმ პროდაქშენის’’ და ეგვიპტური კომპანია ,,Snapers Film’’-ის მიერ მხატვრული ფილმის ეპიზოდის გადაღებასთან დაკავშირებით, რუსთავში, კოსტავას გამზირის #7, #8 -დან #18, #19 საცხოვრებელი კორპუსების ჩათვლით, გზის მონაკვეთზე, 10 დეკემბერს 08:00 საათიდან 18:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით,ახალი რუსთავიდან მომავალი ავტომანქანები ცენტრალური ხიდიდან მშენებელთა ქუჩის გავლით, ძველი რუსთავიდან ახალი რუსთავისკენ მოძრავი ავტომანქანები კი ბარათაშვილისა და სუმგაითელ მეტალურგთა ქუჩების გავლით იმოძრავებენ.