რუსთავის მერიამ ,,წლის რუსთაველის“ ნომინაციაზე წარსადგენად განაცხადების მიღება დაიწყო

რუსთავის მერის ინიციატივით, რუსთავის მერიამ, ,,წლის რუსთაველის“ ნომინაციაზე წარსადგენად, განაცხადების მიღება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით,სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფებმა, საკუთარი კანდიდატურები, რუსთავის მერიაში, მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე უნდა წარმოადგინონ.

მოკლე ბიოგრაფიულ მონაცემებთან ერთად, შემოტანილ ინფორმაციაში, აუცილებლად უნდა იყოს დასაბუთებული, თუ რით გამოირჩეოდა კონკრეტული პიროვნება, 2019 წლის განმავლობაში და რატომ მოხდა, ,,წლის რუსთაველის“ ნომინაციაზე მისი წარდგენა. განაცხადს, თან უნდა ახლდეს, კანდიდატის პირადობის მოწმობის ასლიც.

აუცილებელი პირობაა,რომ აღნიშნულ წოდებაზე წარდგენილი ადამიანი რუსთაველი უნდა იყოს.

მუნიციპალიტეტში შემოტანილ განაცხადებს, სპეციალური კომისია განიხილავს და წლის რუსთაველების არჩევა, დახურული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით მოხდება.31 დეკემბერს რუსთავის მერია წლის რუსთაველებს დააჯილდოებს.