რუსთავის მთავარ მოედანზე სარეკლამო ვიდეორგოლის გადაღებები მიმდინარეობს

რუსთავის მთავარ მოედანზე სარეკლამო ვიდეორგოლის გადაღებები მიმდინარეობს. როგორც tv4-ს რუსთავის მერიაში განუცხადეს, ნებართვა კერძო კომპანიამ რუსთავიის მერიისგან აიღო. მათივე ცნობით, გადაღებები მხოლოდ ამ კონკრეტულ ლოკაციაზე, ერთ დღის განმავლობაში გაგრძელდება. შესაბამისად, ქალაქში რაიმე ტიპის სატრანსპორტო შეფერხება არ იქნება.

როგორც tv4-თვის ცნობილი გახდა, სარეკლამო ვიდეორგოლს TBC ბანკი იღებს.