რუსთავის მხატვართა გაერთიანება “გამამ” მიმდინარე წელი შეაჯამა

რუსთავის მხატვართა  გაერთიანება “გამამ” 2019 წელი შეაჯამა. tv4-თან “გამას” თავმჯდომარემ, დავით ფიცხელაურმა, მიმდინარე წელი შემოქმედებითი თვალსაზრისით შეაჯამა და განხორციელებული აქტივობების შესახებ ისაუბრა.

მხატვართა გაერთიანებაში ფიქრობენ,რომ მიმდინარე წელი  ხელოვანებისთვის ნაყოფიერი იყო.კულტურის სახლი კი ის სივრცე, სადაც როგორც ჯგუფური ასევე პერსონალური გამოფენები აქტიურად ეწყობოდა. მისივე ცნობით, მიმდინარე წლის განმავლობაში 60- მდე მხატვრის რამდენიმე გამოფენა გაიმართა.

“გამას” თავმჯდომარემ, დადებითად შეაფასა კულტურულ აქტივობებში ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერაც.