რუსთავის პარკში საახალწლო სოფელი საზეიმოდ აინთო(+ფოტო)

რუსთავის ცენტრალურ პარკში საახალწლო სოფელი საზეიმოდ აინთო. რუსთაველებმა საახალწლო სოფელი სანტასთან ერთად გაანათეს.

ამ დროისთვის პარკში პატარებისთვის საახალწლო ღონისძიებები იმართება.ბავშვების განწყობაზე მრავალფეროვანი ილუმინაციები, ანიმატორების შოუ და სანტა  ზრუნავს.

შეგახსენებთ, სახელოვნებო,სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, წელს პირველად საახალწლო ღონისძიებები რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში იმართება.