საქართველოს თასის გამარჯვებული “საბურთალო” გახდა

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გამარჯვებული თბილისის საფეხბურთო გუნდი “საბურთალო” გახდა. ფინალური მატჩი ანგარიშით 3:1 დასრულდა. გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე თასის ფინალური მატჩი “საბურთალო” – “ლოკომოტივი” ანგარიშით 3:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის “საბურთალომ” საქართველოს თასის ფინალში პირველად ითამაშა და სეზონი საქართველოს თასის მფლობელის ტიტულით დაასრულა. თბილისის “ლოკომოტივს” საქართველოს თასის სამგზის მფლობელია. მან ბოლოს ფინალში 2005 წელს ითამაშა, სადაც „ზესტაფონი“ 2:0 დაამარცხა.

საქართველოს თასის ფინალში გუნდები შემდეგი შემადგენლობით იყვნენ წარმოდგენილი:

„საბურთალო“: კუპატაძე, მალი, მარგველაშვილი, კაკუბავა, რეხვიაშვილი, კოხრეიძე, გორგიაშვილი, ტაბატაძე, გაბედავა
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

„ლოკომოტივი“: ბულისკერია, უბილავა, ჭანტურია, გურეშიძე, კომახიძე, სამურკასოვი, შონია, კირკიტაძე, დარცმელია, კირკიტაძე, სიხარულიძე
მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე