რამდენმა მასწავლებელმა გამოთქვა სურვილი ფულადი ჯილდოს მიღებაზე ?!

საპენსიო ასაკის მქონე პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის სკოლიდან გასვლისა და ფულადი ჯილდოს მიღების სურვილი კიდევ 1600-მა საპენსიო ასაკის მქონე მასწავლებელმა გამოთქვა. პროექტის პირველი ფაზა შემოდგომაზე დასრულდა და მასში მონაწილეობა 6 450-მა პედაგოგმა მიიღო.
შესაძლოა ეს რიცხვი კიდევ გაიზარდოს, ვინაიდან როგორც მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძემ განმარტა, პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებიც შემოდგომის გამოცდის შედეგის გაგების შემდეგ გადაწყვეტენ სისტემიდან გასვლას, მათ ამის შესაძლებლობა მიეცემათ.

რაც შეეხება თანხების მიღების ვადას, როგორც სამინისტროში განმარტეს, ინფორმაციის გადამოწმება დაწყებულია და უწყება მაქსიმალურად ცდილობს, რომ 2-წლიანი ჯამური ანაზღაურება შემოდგომაზე დარეგისტრირებულ პირებს ამ წლის ბოლომდე გადაერიცხოთ.

პენსიონერი პედაგოგების სისტემიდან გასვლის ინიციატივით,რამდენიმე თვის წინ, ყოფილი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი გამოვიდა. მან საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს, სკოლიდან გასვლის სანაცვლოდ ორი წლის ჯამური ხელფასი და სიცოცხლის ბოლომდე ჯანმრთელობის დაზღვევის შენარჩუნება შესთავაზა.