ქართული ღვინის ექსპორტი საერთაშორისო სტრატეგიულ ბაზრებზე გაზრდილია

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 2019 წლის იანვარ – ნოემბერში მსოფლიოს 53 ქვეყანაში საქართველოდან 86 მლნ – მდე ღვინის ბოთლია ექსპორტირებული. აღნიშნული რიცხვი 2018 წლის მაჩვენებელს 10%-ით აღემატება. ჯამში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 220 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 20%-ით მეტია. 

მათივე ცნობით, ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ასეთია : პოლონეთი – 24%, ჩინეთი – 2%,, აშშ – 48%  და დიდი ბრიტანეთი – 22%. 

აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით,  2018 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 86,2 მლნ ბოთლი ღვინო, რაც ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.