ქვემო ქართლში 8 ბიზნეს ოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გასულ თვეში , ქვემო ქართლში 100- მდე გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირება განახორციელეს. ინსპექტორებმა  ლაბორატორიული კვლევებისთვის   ობიექტებიდან ნოემბრის თვეში, სულ  121 სურსათის ნიმუში აიღეს.

ინსპექტირებისას 36 ობიექტს სხვადასხვა ტიპის კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობისთვის საჯარიმო სანქციები დაეკისრა-მათგან 8 ობიექტს წარმოება შეუჩერდა და 1000 ლარით  დაჯარიმდა.