წელს პირველად საახალწლო ღონისძიებები რუსთავის პარკში გაიმართება

რუსთავში საახალწლო ღონისძიებების პროგრამა  ცნობილია.სახელოვნებო,სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, წელს პირველად საახალწლო ღონისძიებები რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართება.

ცენტრის ცნობით, ღონისძიებები სამი დღის განმავლობაში, 29 , 30 და 31 დეკემბერს გაიმართება. კერძოდ, ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქის რეკრეაციულ სივრცეში ,საახალწლო სოფელი მოეწყობა, სხვადასხვა ღონისძიებები, ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის  იქნება წარმოდგენილი, ბავშვებისთვის რუსთავის პარკში სანტას სოფელი განთავსდება, ტერიტორიაზე მოეწყობა საახალწლო ბაზრობა და საკონცერტო სივრცე.

ღონისძიებების ფარგლებში საბავშვო შოუ პროგრამა იქნება წარმოდგენილი,რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ანიმატორების წარმოდგენა , საბავშვო  კონცერტი  რუსთავში მოქმედი საბავშვო სტუდიების მონაწილეობით.  ბავშვებისთვის საცირკო წარმოდგენაც გაიმართება. პატარა რუსთაველებისთვის ჯამბაზები, ილუზიონისტი, ჟონგლიორი, აკრობატი და ძაღლების შოუა დაგეგმილი.  სპეციალურად მოწყობილ სივრცეში სანტა საახალწლო სოფლის სტუმარ ბავშვებს საჩუქრებს დაურიგებს .

ამასთან,რუსთაველებს, სხვადასხვა საკონცერტო წარმოდგენები ადგილობრივი ბენდებისა და სოლო შემსრულებლების მონაწილეობით ელოდებათ.  რაც შეეხება დასკვნით კონცერტს, 31 დეკემბერს კონცერტში  მონაწილეობას მოწვეული მუსიკოსები და ქართული ესტრადის ცნობილი წარმომადგენლები მიიღებენ.

ასევე, 2 იდან 7 იანვრის ჩათვლიტ  საახალწლო სპექტაკლი სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის  უფასოდ გაიმართება.