წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები და ბრილიანტის თვლები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში “წითელი ხიდი”, 20 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამში 23,116.29 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (254,63 გრამი) ნაკეთობები და ბრილიანტის თვლები (54 ცალი) გამოავლინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 27,968.35 ლარი შეადგინა.

მათივე ცნობით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში 27,968.35 ლარის ოდენობით შეეფარდათ.