რუსთავში მსოფლიო ჩემპიონის, თემურ ყაზარაშვილის სახელობის ტურნირი იმართება

რუსთავში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის, თემურ ყაზარაშვილის სახელობის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი რიგით XXIV ღია ტურნირი იმართება.

ტურნირზე მონაწილეობას 17 წლამდე ქართველი და აზერბაიჯანელი სპორტსმენები იღებენ მონაწილეობას. ტურნირი დღეს გაიხსნა და მას ქალაქის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

წელს ღონისძიება განსაკუთრებულად აღინიშნება. ხვალ 7 დეკემბერს, რუსთავის პარკში თემურ ყაზარაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება.

შეჯიბრი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ტურნირის ფინალი ხვალ გაიმართება.