2020 წლისთვის ეროვნულ გამოცდებში ცვლილება შევა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლისთვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, უცხო ენების ტესტებში ცვლილება შევა.ცენტრის ცნობით,  საუბარია ორი სახის სიახლეზე.

კერძოდ, მე-2 დავალება, რომელიც წაკითხულის გააზრებას ამოწმებდა (სწორია/არასწორია), ჩანაცვლებულია მოსმენის დავალებით. დავალებაში აბიტურიენტი ისმენს ერთ სრულ ტექსტს და პასუხობს რვა შეკითხვას.

მეორე ცვლილება ,მე-6 დავალებას შეეხება. დავალება, რომელიც გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს, 10-ის ნაცვლად 12-საკითხიანი გახდა.

ტესტის მაქსიმალური ქულა (80) და გამოცდისათვის გამოყოფილი დრო (2 საათი და 30 წუთი) არ შეცვლილა.