3 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 დეკემბერს 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში მარტყოფი, საცხენისი, დიდი ლილო და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.