6-7 დეკემბერს ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი

საქართველოში, 6-7 დეკემბერს, ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელმა ყინვამ (-2, -5 გრადუსამდე) შესაძლოა ციტრუსი და დაუკრეფავი ნაყოფი დააზიანოს.