ბაღდადში, “მწვანე ზონასთან” სამი რაკეტა ჩამოვარდა

ბაღდადის „მწვანე ზონასთან“, სადაც სამთავრობო შენობები და დიპლომატიური მისიებია განთავსებული, სამი რაკეტა წუხელ კვლავ ჩამოვარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა ამერიკის შეერთებული შტატებიბს საელჩოსთან 100 მეტრის მანძილზე დაეცა.

თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.