დღეს ნათლისღებაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა–ლოცა აღევლინება.

სახარების თანახმად, ამ დღეს, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე მონათლა. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.

ნათლისღება თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება განცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა.

ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს უფლის მდინარეში ჩასვლის დროს მოხდა.