ევროკავშირი კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად 1 ტრილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი საკუთარი ბიუჯეტის მეოთხედს კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლისაკენ მიმართავს. ორგანიზაციამ ახალი სქემა შეიმუშავა. იმ მიზნით,რომ ეკონომიკა მომდევნო 10 წლის განმავლობაში უფრო ეკომეგობრული გახდეს, ევროკავშირი 1 ტრილიონ ევროს გამოყოფს.

როგორც ცნობილი ხდება,ევროპის საინვესტიციო გეგმა ევროკავშირის ბიუჯეტიდან და კერძო სექტორიდან დაფინანსდება. მისი მიზანია 2050 წლისთვის ბლოკის წევრები ნახშირბად-ნეიტრალური ქვეყნები გახდნენ.

შეგახსენებთ,ევროკომისიის პრეზიდენტმა,ურსულა ვონ დერ ლეიენმა თავის პრიორიტეტად კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა დაასახელა.