იაღლუჯის ფერდობთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა-შემთხვევა რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე მოხდა. 

მსუბუქი ავტომობილის  მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ამოტრიალდა და ბოძს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი მამაკაცი, ადგილზე გარდაიცვალა. 

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით  გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8-ე ნაწილით დაიწყო,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.