ქართველი მორაგბე საფრანგეთში, ავტოავარიას ემსხვერპლა (+ფოტო)

ქართველი მორაგბე, ბექა ბურდიაშვილი საფრანგეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 28 წლის მამაკაცმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა. შედეგად, ის ადგილზე გარდაიცვალა. 

ბექა ბურდიაშვილი სპორტულ კლუბ „გროლეტუაში“ თამაშობდა.