აზერბაიჯანის სახალხო პოეტისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ბოლნისის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ

აზერბაიჯანის სახალხო პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ზელიმხან იაგუბის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დავით შერაზადიშვილი და გოგი მეშველიანი დაესწრნენ.

ქვემო ბოლნისში გაიმართა აზერბაიჯანის სახალხო პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ზელიმხან იაგუბის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი და აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი დაესწრნენ.

ღონისძიება გარდაცვლილი სახალხო პოეტის სახლში მოეწყო. ზელიმხან იაგუბი ქვემო ბოლნისში დაიბადა. ცნობილი პოეტი აზერბაიჯანის მილიმეჯლისის ორი მოწვევის დეპუტატი იყო.

ღონისძებაზე სიტყვით გამომსვლელებმა მის შემოქმედებაზე ისაუბრეს და საზოგადოებრივი მოღვაწეობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.