არაფორმალური განათლებისა და მედიაგანვითარების ცენტრმა “ჰერალდი” პროექტის პრეზენტაცია გამართა

არაფორმალური განათლებისა და მედიაგანვითარების ცენტრმა “ჰერალდი” რუსთავის თეატრში პროექტის პრეზენტაცია გამართა.

პროექტის მიზანია , ქალაქს არაფორმალური განათლება გააცნოს და რუსთავი არაფორმალური განათლების ხელშემწყობად წარმოაჩინოს.

პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება და რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველი ეტაპი ქალაქში არაფორმალური განათლების დანერგვას გულისხმობს.  შემდეგი  ეტაპია,ფოტო კონკურსი სახელწოდებით “განათლება ” , სადაც კონკურსანტებს ,დღეიდან 10 თებერვლის ჩათვლით, თავისუფალ თემაზე ნამუშევრების წარდგენა შეუძლიათ. შესარჩევი ეტაპის შემდეგ გამარჯვებული გამოვლინდება.

ამასთან,  შერჩეულ 30 კონკურსანტს მასტერკლასი სხვადასხვა მიმართულებებით ჩაუტარდებათ. პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.