არის თუ არა კარანტინი გამოცხადებული რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში?! 

რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში სეზონური, ვირუსული ინფექციებით მიმართვიანობა დეკემბრის ბოლო რიცხვებიდან გაზრდილია.  სტაციონარში ამ დროისთვის 43 ბავშვი იმყოფება, რომლებიც გადაუდებელ ამბულატორიულ დახმარებას საჭიროებენ. ბავშვთა საავადმყოფოში აცხადებენ,რომ გაზრდილი მიმართვიანობის მიუხედავად, ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

სპეციალისტები მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავენ და გრიპის სიმპტომებზე საუბრობენ. მათივე ცნობით, გრიპს  მაღალი ტემპერატურა, საერთო სისუსტე, შემაწუხებელი მშრალი ხველა, თავის ,ყელის,კუნთების და სახსრების ტკივილი ახასიათებს.

ექიმების ინფორმაციით, ბავშვებში სიმპტომებს ხშირად თან ერთვის ნაწლავთა მოქმედების გახშირება, მუცლის ტკივილი და ღებინება. ამასთან გახშირდა ეგრეთწოდებული ცრუკრუპი , რომელსაც  ხმის ჩახლეჩა, მყეფავი ხასიათის ხველა და სუნთქვის გაძნელება ახასიათებს.

სპეციალისტების რეკომენდაციაა, რომ გრიპისპირველი ნიშნებისთანავე მნიშვნელოვაინია ბავშვის იზოლირება და ექიმთან დროული მიმართვა.