ბრაზილიაში მეწყერს 14 ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი – დაშავდა

14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ბრაზილიის აღმოსავლეთ ნაწილში, მინას-ჟერაისის შტატში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულ მეწყერს. შემთხვევის შედეგად, დაშავდა 7 ადამიანი. ადილობრივი მედიის ცნობით, მაშველები სამძებრო სამუშაოებს ამ დრომდე აგრძელებენ.

მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, ასობით სახლი განადგურდა, რის შედეგადაც 2 500-ზე მეტი ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. 

სინოპტიკოსების თქმით, ბრაზილიაში ძლიერი წვიმა რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება, რის გამოც შესაძლოა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მეწყერი ჩამოწვეს.