თენგიზ არჩვაძეს რუსთავის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა

რუსთავის მერიამ მსახიობ თენგის არჩვაძეს რუსთავის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა. რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით რეხვიაშვილი, დამსახურებულ არტისტ თენგიზ არჩვაძეს პირადად ესტუმრნენ და ქართული თეატრის დღე მიულოცეს.

თენგიზ არჩვაძე რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატული თეატრის პირველი თაობის მსახიობი იყო. 1967 წლის 30 ნოემბერს რუსთავის თეატრი გიგა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, ოფიციალურად გაიხსნა – ე. როსტანის რომანტიკული დრამით “სირანო დე ბერჟერაკი”.

რუსთავის თეატრს დიდი წარმატება ხვდა 1969 წელს მოსკოვში გასტროლებზე, რაც იმ პერიოდის თეატრალურ მოვლენად მიიჩნიეს.