თურქეთში მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი 43 ადამიანი გამოიყვანეს

თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი მიწისძვრის შემდეგ შენობების ნანგრევებიდან მაშველებმა 43 ადამიანის გამოიყვანა შეძლეს.

ნანგრევებიდან გამოიყვანეს ორი ქალი, რომლებმაც მიწისძვრის შემდეგ ნანგრევების ქვეშ 17 და19 საათი გაატარეს. 

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 22-ს მიაღწია, ხოლო 1030 ადამიანი კი დაშავდა. 

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 24 იანვარს მოხდა. ბიძგები იგრძნობოდა სირიაში, ლიბანსა და ისრაელშიც.