ირანში ტრამპის მკვლელობისთვის ჯილდო დააწესეს

ირანელმა დეპუტატმა, აჰმად ჰამზემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობისთვის ჯილდოს დაწესების შესახებ განაცხადა.

„პროვინცია კერმანის ხალხის სახელით 3 მილიონ დოლარს გადავუხდით მას, ვინც ტრამპს მოკლავს“, – განაცხადა ჰამზემ.

კერმანი გენერალ ყასემ სულეიმანის სამშობლოა, რომელიც აშშ–ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით მოკლეს. ტრამპმა სულეიმანის ტერორისტი უწოდა, ირანმა კი გენერლის მკვლელობისთვის შურისძიების პირობა დადო.