კანადაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ახალი ტიპის ​კორონავირუსის შემთხვევა კანადაშიც დაფიქსირდა. პირი, რომელსაც დაავადების სიმპტომები გამოუვლინდა, რამდენიმე დღის წინ ჩინეთიდან, ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი ქალაქიდან, უხანიდან დაბრუნდა. 

არსებული ინფორმაციით, დაავადებულია 50 წლის მამაკაცი, რომელიც ტორონტოში 22 იანვარს ჩავიდა. ის საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომების გამოვლენიდან მეორე დღეს მოათავსეს.