კოსტავას გამზირზე მაღაზია გაქურდეს

უცნობმა პირებმა მაღაზია „აისაფორთი“ გაქურდეს -შემთხვევა თბილისში,კოსტავას გამზირზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით,ჩამსხვრეულია მაღაზიის შესასვლელი კარები, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

შსს-ს ცნობით,მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული.

ფოტო.ipn