კრიტიკული შეუსაბამობების გამო,3 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა,14 დაჯარიმდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გასული წლის დეკემბრის თვეში 250-ზე მეტი ბიზნესოპერატორი შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, 3 ბიზნესოპერატორს საწარმოო ფუნქციონირება შეუჩერდა და 1 000 ლარით დაჯარიმდა.

სააგენტოს ცნობით,  დეკემბრის თვეში 30-ზე მეტი სურსათის ნიმუში ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს. შედეგების თანახმად, სხვადასხვა კრიტიკული შეუსაბამობების გამო, 14 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და გონივრული ვადა მიეცა.

დარღვევები ძირითადად  ვადაგასული სურსათის რეალიზაციას, ეტიკეტირების წესისა და ტემპერატურული რეჟიმის  და სარეალიზაციო პირობების დარღვევას ეხებოდა.