მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა

მაღალმთიან აჭარაში ინტენსიურად თოვს. ხულოსა და შუახევის სოფლებში თოვლის საფარის სიმაღლემ 1 მეტრს გადააჭარბა, დაბლობში კი 70 სანტიმეტრს აღწევს.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდა გზებს მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში 46 მძიმე ტექნიკა წმენდს. ამ ეტაპზე ძირითადი დანიშნულების საავტომობილო გზების არცერთ მონაკვეთზე შეფერხება არ არის.

აღსანიშნავია, რომ 24 იანვარს დიდთოვლობის გამო მაღალმთიანი აჭარის 17 სკოლაში სწავლის პროცესი დროებით შეწყდა.