მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების ქსელზე მიერთების საფასური მცირდება

მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების ქსელზე მიერთების საფასური შესაძლოა შემცირდეს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია განიხილავს პაკეტს, რომელიც მუნიციპალიტეტებში ქსელზე მიერთების საფასურის 100 ლარით შემცირებას გულისხმობს.

ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების ქსელზე მიერთების საფასური 500 ლარს შეადგენს. ცვლილების თანახმად, შესაძლოა მუნიციპალიტეტებში საფასური 400 ლარი გახდეს, თვითმმართველ ქალაქებში კი კვლავ 500 ლარი დარჩება.