ორ ჩინელ მოგზაურს, რომლებიც საქართველოში არიან შემოსულები, ექიმები აკვირდებიან

ორ ჩინელ მოგზაურს, რომლებიც საქართველოში არიან შემოსულები, ექიმები აკვირდებიან. მათ 37 გრადუსი ტემპერატურა აღენიშნებათ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცეტნრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, ორი ჩინელი მოგზაური ჰუბეის პროვინციიდან არ არიან, ისინი იმ  რეგიონიდან ჩამოვიდნენ, რომელიც ვირუსის გავრცელების ეპიცენტრთან ახლოს მდებარეობს. 

„მიმდინარეობს დაკვირვება. გუშინ ისინი ჩვენმა საგანგებო დეპარტამენტის სპეციალისტებმა მოინახულეს. დღეს დილას ანალიზები აუღეს, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში დაიტესტება ყველა ტიპის კორონავირუსზე, რისი საშუალებაც გვაქს და ასევე, სხვა რესპირატორულ ვირუსებზე, მაგრამ კლინიკურად გამოხატული არაფერი არ არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

საქართველომ ჩინეთთან კორონავირუსის გამო პირდაპირი ფრენები შეწყვიტა. 

ბოლო ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 132-ს, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობამ 6000-ს მიაღწია. ივარაუდება, რომ ვირუსი კიდევ 9 239 ადამიანს აქვს თუმცა ეს შემთხვევები ჯერ იდენტიფიცრებული არ არის.