რიკოთის საუღელტეხილო გზის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობა იწყება

რიკოთის საუღელტეხილო გზის შორაპანი-არგვეთას მშენებლობა იწყება. 𝟏𝟒.𝟕 კილომეტრიანი ცემენტ-ბეტონის 𝟒 ზოლიანი გზა ,რიკოთის საუღელტეხილო გზის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე აშენდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში იგეგმება 14 ხიდისა და 12 გვირაბის მშენებლობა. დეპარტამენტის ცნობით, შორაპანი-არგვეთას ახალი გზის მონაკვეთი ავტოტრანსპორტს მთაგორიან მონაკვეთებში, ხევებსა და მდინარეებზე გადაადგილებას გაუადვილებს.

მონაკვეთის მშენებლობას 𝟓𝟖𝟐,𝟕𝟕𝟕,𝟑𝟏𝟎 ლარით აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს, სამუშაოების დასრულებას ვადად  3 წელი განისაზღვრა.

რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში 𝟓𝟏.𝟔 კმ-მდე სიგრძის გზის , 𝟗𝟔 ხიდის და 𝟱𝟯 გვირაბის მშენებლობაა დაგეგმილი​.

როგორც ცნობილია,რიკოთის საუღელტეხილო გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მანძილს 𝟑𝟎 კმ-ით შეამცირებს, ხოლო წითელი ხიდიდან-სარფამდე მგზავრობის დრო განახევრდება და ამ მანძილის დაფარვას 𝟖 სთ-ის ნაცვლად 𝟒-𝟒.𝟓 სთ-ი დასჭირდება.