რუსთაველი მოკრივე ლაშა გურული ქალაქში ვერცხლის მედლით ბრუნდება

ბულგარეთის ქალაქ სოფიაში მინდინარე „ა“ კლასის საერთაშორისო ტურნირზე კრივში რუსთაველმა მოკრივე ლაშა გურულმა (63კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ტურნირზე ქართველი მოკრივე მთვარი მწვრთნელის, ბეჟან ჭიჭინავას ხელმძღვანელობით ,ოქროს მედლისთვის უკრაინელ სპორტსმენს დაუპირისპირდა და მსაჯთა გადაწყვეტილებით დამარცხდა. ტურნირზე 30 ქვეყნის ნაკრები გუნდი მონაწილეობდა.

საქართველოს ნაკრები სამშობლოში ხვალ, 26 იანვარს თბილისის დროით 17:00 სთ-ზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდება.