რუსთაველი სპორტსმენის წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

რუსთაველმა მოკრივემ საერთაშორისო ჩემპიონატზე მორიგ წარმატებას მიაღწია.

საერთაშორისო ჩემპიონატზე, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ტარდება, დღეს ლაშა გურულმა იასპარეზა და პირველი გამარჯვებაც მოიპოვა. „ა” კლასის საერთაშორისო ტურნირზე – “სტრაჟა“ სპორტსმენმა რუმინელი მეტოქე დაამარცხა.

ლაშა გურული აგრძელებს ასპარეზობას საერთაშორისო ტურნირზე. შეგახსენებთ, რუსთაველი მოკრივე 63 წონით კატეგორიაში ასპარეზობს.