რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების პერსონალის ხელფასები გაიზარდა

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში დასაქმებული პერსონალი შრომითი ანაზღაურება საშუალოდ 20-22 %-ით გაიზარდა.

როგორც გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა tv4-ს განუცხადა, გაერთიანების ფილიალებში  ხელფასები სრულ პერსონალს გაეზარდა. ანაზღაურება ძირითად შემთხვევაში 100 ლარით გაიზარდა,ხოლო პოზიციურად გათანაბრების მიზნით ,50%ით გაიზარდა დამხმარე მუშის სახელფასო ანაზღაურება.

კერძოდ ,აღმზრდელ-პედაგოგს ხელფასი 500 ლარიდან 600 ლარამდე გაიზარდა, ამავე თანხით გაიზარდა აღმზრდელის თანაშემწის ხელფასი და 550 ლარი შეადგინა.

ხელფასი საშუალოდ 20-22%-ით გაეზარდათ ასევე დამხმარე ძიძებს , რომელთა ანაზღაურებამ ამ ეტაპზე 500 ლარი შეადგინა.

 რაც შეეხება გამგეებს, ამ შემთხვევაში გაერთიანება ხელფასებს დიფერენცირებულად გასცემს . მაგალითად იმ ფილიალების გაამგეების ანაზღაურებამ,რომელთა ბაღებშიც 4-9 ჯგუფამდეა, 900 ლარი შეადგინა. ხოლო 10-12 ჯგუფიანი ბაღების გამგეების ანაზღაურება 950 ლარით განისაზღვრა.

ამასთან, საშუალოდ 20-22 %-ით გაიზარდა გაერთიანების სხვა თანამშრომლების ანაზღაურებაც.