რუსთავის ველომოყვარულთა ასოციაცია “რუსთავველო” ოფიციალურად დაფუძნდა

რუსთავის ველომოყვარულთა ასოციაცია “რუსთავველო” ოფიციალურად დაფუძნდა.

2020 წლის 24 იანვარი რუსთავის ველომოყვარულთა ასოციაცია “რუსთავველოს” დაბადების დღეა. ინფორმაციას ასოციაცია ავრცელებს.

“და აი ისიც – რუსთავის ველომოყვარულთა ასოციაცია “რუსთავველო“. დღეიდან უკვე რუსთავის ქუჩებში ოფიციალურად და ერთად.ისტორიული თარიღი : ველომოყვარულთა ასოციაციის რეგისტრაციის დღე. 2020 წლის 24 იანვარი რუსთავის ველომოყვარულთა ასოციაცია “რუსთავველოს” დაბადების დღეა.
გილოცავთ, ველომოყვარულებო!”

როგორც ველომოყვარულთა ასოციაციის დამფუძნებელმა tv4-ს განუცხადა, დღეიდან  ასოციაცია აქტივობებს ოფიციალურად შეუდგება. გიგა ძულიაშვილის  ცნობით,გაწერილია სამოქმედო გეგმა,რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში რუსთავში ველოკულტურის განვითარებას შეუწყობს ხელს. დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობებით მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა და სოციალური კამპანიები,მათ შორის გარემოზე ზრუნვა.

გიგა ძულიაშვილის განმარტებით, ასოციაციის დარეგისტრირება  დამატებითი რესურსების მობილიზებას და საქმიანობის არეალის გაზრდას შეუწყობს ხელს.

ველომოყვარულები ,გერმანული გამოცდილების გაზიარებით, მიმდინარე წელს მილიონი კილომეტრის გავლას აპირებენ.